თქვენ იმყოფებით მთავარი » გამოყენების პირობები

გამოყენების პირობები

print
email

1.მომსახურების აღწერა

ვებ გვერდის Booking24.ge_ს მეშვეობით ჩვენ ვქმნით ონლაინ ბაზას, რომლის საშუალებითაც  ნებისმიერი ტიპის დროებითი განთავსების ობიექტებს (სასტუმრო, საერთო საცხოვრებელი, ჰოსტელი, ბინა) შეეძლებათ სარეზერვაციო ოთახების რეკლამირება, ხოლო საიტის სტუმრებს, ჯავშნის განხორციელება. 

Booking24.ge საიტის მეშვეობით დაჯავშნისას, თქვენ ამყარებთ პირდაპირ (იურიდიულად სავალდებულო) სახელშეკრულებო ურთიერთობას უშუალოდ განთავსების მიმწოდებელთან. იმ მომენტიდან როდესაც თქვენ გააკეთებთ რეზერვაციას ჩვენ ვმოქმედებთ, როგორც შუამავლები თქვენსა და განთავსების მიმწოდებელს შორის,  ვანხორციელებთ დეტალური ინფორმაციის გადაცემას და გიგზავნით დამადასტურებელ მეილს მიმწოდებლის სახელით. 

 

მომსახურების განხორციელებისას ჩვენ ვსარგებლობთ იმ ინფორმაციით, რომელსაც გვაწვდის განთავსების ობიექტი,  მას როგორც სასტუმროს მეპატრონეს  ეძლევა წვდომა ინტერნეტში სასტუმროს მეპატრონის  გვერდზე, რომლის მეშვეობითაც ის მთლიანად მართავს და  პასუხისმგებელია  ყველა ტარიფის, ხელმისაწვდომობის განახლებაზე და სხვა საჭირო  ინფორმაციაზე, რომელიც არის ნაჩვენები ჩვენს ვებ გვერდზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობთ გონივრული და ფრთხილი მეთოდებით, ვერ ვუზრუნველყოფთ მთელი ინფორმაციის სიზუსტეს  და სისწორეს, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი  შეცდომებზე (მათ შორის აშკარა ტიპოგრაფიულ შეცდომებზე), შეფერხებებზე (ნებისმიერ (დროებითი ან / და არასრულ ) ავარიაზე, არაზუსტ, დაკარგულ და არასწორ ინფორმაციაზე ან ინფორმაციის არ მიწოდებაზე. ყოველი განთავსების ობიექტის მიმწოდებელი ყოველთვის არის პასუხისმგებელი ჩვენ საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტეზე, სისწორესა და კორექტულობაზე,  (მათ შორის ტარიფებზე და ხელმისაწვდომობაზე).

ჩვენი საიტი არ წარმოადგენს და არ უნდა განიხილებოდეს, როგორც ხარისხის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების (ვარსკვლავი), მომსახურების დონის დამამტკიცებელი და მარეკომენდირებელი. ჩვენი სერვისი განკუთვნილია ინდივიდუალური და არაკომერციული მოხმარებისათვის.აღნიშნულიდან გამომდინარე, თქვენ არ ხართ უფლებამოსილნი, შექმნათ გარე ჰიპერბმული, გამოიყენოთ, დააკოპიროთ, მართოთ და ასახოთ, გადმოტვირთოთ და აღადგინოთ ინფორმაცის ნებისმიერი ნაწილი, პროგრამა, პროდუქტი ან მომსახურება რომელიც განთავსებულია ჩვენს ვებ გვერდზე. 

 2. საუკეთესო ფასის გარანტია

ფასები ჩვენ ვებ გვერდზე კონკურენტუნარიანია. ფასი მოცემულია თითოეული ოთახის მიხედვით და მოიცავს დღგ-ს და სხვა შესაძლო გადასახადებს, (რომლებიც შეიძლება შეიცვალოს)  იმ შემთხვევაში, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ჩვენს ვებ-გვერდზე ან დაჯავშნის ელექტრონულ დადასტურებით. თუ ფასი არის ხაზგასმული და მის გვერდით მოცემულია დაბალი ფასი, ეს იმას ნიშნავს, რომ მოცემული განთავსების ობიექტისათვის მოქმედებს სპეციალურ შემოთავაზება  (ფასდაკლება ადრეული ან გრძელვადიანი ჯავშნის შემთხვევაში). აქედან გამომდინარე, თქვენ მიიღებთ განთავსების ადგილს უფრო  დაბალ ფასში,  სხვა  დღეებთან შედარებით.

ჩვენ ვცდილობთ შემოგთავაზოთ განთავსების ადგილი სასტუმროში მაქსიმალურად დაბალ ფასად.   იმ შემთხვევაში თუ ჯავშნის რეგისტრაციის შემდეგ თქვენ ინტერნეტში ნახავთ იმავე სასტუმროში მსგავსი პირობებით ჯავშნის შესაძლებლობას  უფრო დაბალ ფასად, ჩვენ შემოგთავაზებთ იგივე ფასს, საუკეთესო ფასის წესების და პირობების გარანტიის მიხედვით.აშკარა შეცდომები (მათ შორის ტექნიკური შეცდომების შემთხვევაში) არ წარმოადგენს იურიდიულ ძალას. ყველა სპეციალური აქცია და შემოთავაზება შესაბამისად მონიშნულია.       

3. კონფიდენციალობა და ქუქი ფაილები

 Booking24.ge  აფასებს თქვენ კონფიდენციალურობას. იხილეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად.

4.უფასო სერვისი

ჩვენი სერვისი უფასოა, განსხვავებით ბევრი სხვა მხარეებისგან ჩვენ არ  დაგაკისრებთ  ჩვენი მომსახურების დამატებით  საფასურს.

5.  უსაფრთხო გადახდა Visa და MasterCard -ით ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით

ჩვენ არ გავცემთ თქვენი საკრედიტო ბარათის მონაცემებს მესამე პირზე და თქვენი განთავსების ობიექტისთვის სადაც ახორციელებთ ჯავშანს. ჩვენი ვებ-საიტი მუშაობს  უსაფრთხო ელექტრონული გადახდების სისტემაში, რომელიც საშუალებას  იძლევა ჩვენი მომსახურების გადახდა განხორციელეს Visa და MasterCard საკრედიტო ბარათების საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემებით. უსაფრთხო ელექტრონული გადახდების სისტემა დამყარებულია  3D უსაფრთხოების სტანდარტზე, რომელიც უზრუნველყოფს ინტერნეტით თქვენი გადახდების მაქსიმალურ უსაფრთხოებას. უსაფრთხოების 3D ტექნოლოგია ვიზა ბარათის ნაწილია „დამოწმებულია ვიზის მიერ“ და ასევე მასტერ ქარდიც „მასტერ ქარდის უსაფრთხო კოდი“ რომელიც განკუთვნილია ინტერნეტში გადახდების განხორციელების უსაფრთხოებისთვის.

6.შეკვეთის გაუქმება

განთავსების ობიექტში ჯავშანს გაკეთების დროს, თქვენ ეთანხმებით და იღებთ გაუქმების წესებს, არ გამოცხადების შემთხვევაში და სხვა დამატებით წესებს და პირობებს (სასტუმროს მომსახურების გაწევის) განთავსების ადგილის მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე და პროდუქტებზე (სასტუმროს მომსახურების წესები და პირობები შეიძლება მიღებული იყოს შესაბამის განთავსების ობიექტში).  გაუქმების წესები და არ გამოცხადებასთან დაკავშირებული ქმედებები მოცემულია booking24.ge საიტზე უშუალოდ  განთავსების ობიექტის გვერდზე.

თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ ან გააუქმოთ შეკვეთა, გამოგზავნეთ აპლიკაცია ელ ფოსტაზე booking@booking24.ge და მიუთითეთ პრობლემის და მიზეზის აღწერა. გახსოვდეთ, რომ თქვენ შეიძლება ჩამოგეჭრათ საფასური გაუქმების ან არ გამოცხადების შემთხვევაში სასტუმროში მოქმედი წესების შესაბამისად.

7.შემდგომი კორესპონდენცია

ჯავშნის დასრულებისას თქვენ ეთანხმებით, რომ მიიღოთ მეილები რომელსაც ჩვენ გამოგიგზავნით სასტუმროში განთავსების  თარიღამდე ცოტა ხნით ადრე სადაც იქნება ინფორმაცია თქვენი სამოგზაურო ქალაქის შესახებ, აგრეთვე შემოთავაზებები (მათ შორის მესამე მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია რომელიც თქვენ დაგაინტერესებთ) თქვენ რეზერვაციასთან და სამოგზაურო ქალაქთან დაკავშირებით.

8.უარყოფა

კანონით შეზღუდული წინამდებარე წესების ფარგლებში შექმნილი შეზღუდვების შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მხოლოდ პირდაპირ დანაკარგებზე,  რომლებიც ნამდვილად მიყენებული იქნა ჩვენს  მიერ მომსახურებაზე ვალდებულებების შეუსრულებლობით  შეკვეთის საერთო თანხის მთლიანი ფასის ფარგლებში,  ჯავშნის ელექტრონული დადასტურების პირობებში.

არც კომპანია და არც ერთი ჩვენი წარმომადგენელი, დირექტორი,დაქირავებული თანამშრომელი, ფილიალი, პარტნიორი-შვილობილი კომპანია და სხვა კომპანია ან დაწესებულება, რომელიც მონაწილეობდა ამ ვებ-გვერდის ან მისი შემადგენელი ნაწილის შექმნაში, დაფინანსებაში ან ხელშეწყობაში არ იღებს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილ ფარგლებში ნებისმიერი ჯარიმისთვის (1)სპეციალურ, ირიბ და მომდევნო დანაკარგებზე ან დადასტურებაზე.

მოგების, შემოსავლის, ხელშეკრულების, დაკარგვაზე ან რაიმე დაზიანებაზე, (2) ინფორმაციასთან გაუფრთხილებელი მოპყრობის (აღწერის) ჩვენ საიტზე ნანახი განთავსების ობიექტის (მათ შორის ფასების, ოთახების ხელმისაწვდომობის და ტარიფების შესახებ)  (3)  განთავსების ობიექტების მიერ შემოთავაზებული სერვისების და პროდუქტების, (4) რაიმე  (პირდაპირი, არაპირდაპირი, შემდგომი ან დაჯარიმების შედეგად მიყენებული) ზიანის, დანაკარგების ,თქვენს მიერ წარმოქმნილი  და გამოყენების შედეგად წარმოქმნილი, გამოყენების შესაძლებლობის არარსებობის შემთხვევაში ან ჩვენი საიტის მუშაობის ინტერვალის გამო, ან  (5) რაიმე (პირადი) ტრავმით გამოწვეული, სიკვდილით, საქონლის დაზიანებით ან სხვა (პირდაპირი, არაპირდაპირი, შემდგომი ან დაჯარიმების შედეგად მიყენებული)  დაზიანებების, დანაკარგების ან ზიანის გამო რომელიც მოხდა თქვენ გამო იურიდიული კანონების შესაბამისად , შეცდომების,  განთავსების ობიექტების (მძიმე) მოვალეობად შეუსრულებლობით, განზრახ გადაცდომით, დაუცველობით, არასწორად წარმოდგენით, სამოქალაქო ვალდებულებების დაუცველობის ხელშეწყობით და პირდაპირი მოვალეობათა შეუსრულებლობით (მთლიანად ან ნაწილობრივ), ობიექტების (დაქირავებული თანამშრომლების, დირექტორების, მენეჯერების, აგენტების, წარმომადგენლების ან შვილობილი კომპანიების), მათ შორის ნებისმიერი   (ნაწილობრივი) გაუქმების, ზედმეტი ჯავშნების, გაფიცვის, ფორს-მაჟორული გარემოებების ან ნებისმიერი სხვა უკონტროლო მოვლენების შემთხვევებში.

9. ინტელექტუალური საკუთრების უფლება

ყველა პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროა  ჩვენი მომსახურების შემოთავაზებისათვის ან / და ჩვენ საიტზე გამოიყენება და ინტელექტუალური საკუთრების უფლებები (მათ შორის საავტორო) ეკუთვნის კომპანია შპს „KMG GROUP“-ს.

Booking24.ge საიტს აქვს ექსკლუზიური უფლება (ინტელექტუალური საკუთრების ყველა უფლებით)   გამოიყენოს და განკარგოს ვებ-გვერდის დიზაინი სტილი, ინფორმაცია(მათ შორის სტუმრებთან უკუკავშირი და ნათარგმნი ტექსტი) სურვილისამებრ და თქვენ არ გაქვთ უფლება დააკოპიროთ რაიმე სახის ინფორმაცია, მოცემული მონაცემების გაანალიზებით შექმნათ (ჰიპერ/შიდა) ლინკები ვებ გვერდზე, რაიმე პუბლიკაცია ან რეკლამა. არ გაქვთ  უფლება გამოიყენოთ ტექსტური მასალა( მათ შორის ნათარგმნი), გამოიყენოთ ჩვენი ბრენდის სახელი თანხმობის გარეშე. ამგვარი ქმედება დაკავშირებული უნდა იყოს საიტის სასარგებლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი არაავტორიზებული გამოყენება ან ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული ქმედება  ჩაითვლება ჩვენს ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დარღვევად (მათ შორის საავტორო და მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომობის უფლებაზე).

10.გადახდის პროცედურა

გადახდა ვებ-გვერდზე შესაძლოა განხორციელდეს საერთაშორისო საბანკო სვიფტის ტრანსფერის მეშვეობით, ასევე საბანკო ბარათებით Visa/MasterCard and PayPal.

საბანკო ბარათით გადახდის განხორციელებისათვის თქვენ უნდა შეავსოთ ინფორმაცია რომელიც თქვენს ბარათზეა მოცემული. ასევე უნდა აირჩოთ  გადახდის ტიპი (Visa/MasterCard), შეიყვანეთ ბარათის ნომერი, ვადა (წინა გვერდზე), CVV2/CVC კოდები (ბარათის უკანა გვერდზე); შეიყვანოთ ბარათის მფლობელის სახელი და გვარი (ზუსტად ისე როგორც მოცემულია ბარათის წინა გვერდზე).

საერთაშორისო ანგარიშსწორებისათვის განკუთვნილი ყველა ბარათი VISA (VISA Inc.) რომელთაც  აქვთ CVV/CVV2 კოდები მისაღებია გადახდისთვის, ასევე საერთაშორისო ანგარიშსწორების სისტემის ყველა ბარათს MasterCard (MasterCard Worldwide) აქვს CVV/CVV2 კოდები. ჩვენ გირჩევთ, რომ საიტზე გადახდის განხორციელებამდე მიმართოთ ბანკს, თქვენი ბარათით ინტერნეტში ანგარიშსწორების განხორციელების შესაძლებლობის დაგენის მიზნით.

Copyright © Booking24.ge 2015 - ყველა უფლება დაცულია.