თქვენ იმყოფებით მთავარი » About Georgia » ქართული ღვინო და სამზარეულო

ქართული ღვინო და სამზარეულო

print
email
ქართული ღვინო და სამზარეულო
ქართული ღვინო და სამზარეულო

ქართული ღვინო და სამზარეულო

ქართული სამზარეულო

ქართული სუფრა, ქართველი ხალხის  სულიერი, კულტურული ტრადიციის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. დღესდღეობით იგი ქართველობის ერთ-ერთი ძლიერი საიდენტიფიკაციო ნიშანია. სუფრას უძღვება სუფრის წევრების მიერ არჩეული ხელმძღვანელი – თამადა, რომელსაც მოეთხოვება მჭევრმეტყველების უნარი, ეროვნული ისტორიისა და ტრადიციების საფუძვლიანი ცოდნა და, რა თქმა უნდა, იუმორის გრძნობა. მარტივია ქართული სუფრის სტრუქტურა, მისი ელემენტებია: ღვინო, პური (ზოგადად, საკვების მნიშვნელობით), სადღეგრძელო და სიმღერა. ამ ოთხი ელემენტის ურთიერთმონაცვლეობა და ჰარმონიული შეხამება ქმნის ქართულ სუფრას.მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი სამზარეულო ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი  კუთხეები –სხვადასხვა რეგიონებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა კერძები. მაგალითად, დასავლეთ საქართველოსგან რამდენადმე განსხვავებული სამზარეულო აქვთ, ვიდრე აღმოსავლეთში; ასევე ერთმანეთისაგან განსხვავებული კერძები აქვთ აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მთისა თუ ბარის რეგიონებში.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართული ყველის მრავალფეროვნება: იმერული ყველი – ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველი ; მეგრული სულგუნი – რძეში მოხარშული ყველი; თუშური გუდის ყველი – ცხვრის რძისგან დამზადებული მარილიანი ყველი; ქართლური – ძროხის რძისგან დამზადებული ყველი .

ღვინის კულტურა საქართველოში

სუფრის ტრადიციასთნ მჭიდროდაა დაკავშირებული მეღვინეობის ტრადიცია. ქართველი ხალხი ათასეული წლების მანძილზე ქმნიდა მეღვინეობის კულტურას.მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ქართული წარმოშობისაა და მევენახეობა–მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების სახელს უკავშირდება. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.ღვინოს ოდითგანვე განსაკუთრებული ადგილი ეკავა ქართველების ცნობიერებაში. ღვინოს სვამდნენ ჭირშიც და ლხინშიც, სვამდნენ სამკურნალოდ და მხნეობის მოსამატებლად, სვამდნენ ურთიერთობის დასამყარებლად და მეგობრობის განსამტკიცებლად, ამა თუ იმ საქმის წამოწყების თუ კეთილად დასრულების, დაბადების დღის, ქორწილის თუ ნებისმიერი დღესასწაულის აღსანიშნავად, სვამდნენ დიდ ნადიმებზეც და საოჯახო სადილებზეც.

საქართველო მეღვინეობის უძველესი ქვეყანაა - აქ წარმოიშვა ყურძნის პირველი კულტურული სახეობები. უნიკალური გეოგრაფიული ადგილმდებარეობა და 

მრავალფეროვანი ნიადაგი იდეალურ პირობებს ქმნის მევენახეობისა და მეღვინეობის განვითარებისათვის.კახეთის მევენახეობის ისტორია ძვ. წ. აღ.VIათასწლეულიდან იწყება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი ყურძნის წიპწები სწორედ ამ ასაკისაა და ისინი უძველესია მსოფლიოში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველო- ვაზის სამშობლოა.მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ("ვინ", "წინე", "ვინე" და სხვ.) ქართული წარმოშობისაა. 

მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. 

აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით..ვაზის კულტურასთან არის დაკავშირებული საქართველოში ქრისტიანული რელიგიის გავრცელება, ვაზის ჯვრით შემოვიდა საქართველოში წმინდა ნინო და იქადაგა ქრისტიანობა. ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.კახეთში ღვინოს ყველა ოჯახში ამზადებენ. გლეხური წესით დამზადებული ღვინო ტოლს არ უდებს ცნობილ საფირმო ღვინოებს.ტრადიციულად, დაკრეფილი ყურძენი გადასამუშავებლად სპეციალურ ნაგებობაში - მარანში თავსდება. დასაწურად საწნახელი გამოიყენება; მიღებული წვენი მიწაში ჩაფლულ ქვევრში ჩაედინება - იქ ღვინდება და ინახება.ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისათვის გამოიყენება ტყავისაგან 

დამზადებული ტომრები - ტიკები და რუმბები.ღვინის სასმისებად სპეციალურად დამზადებული თიხის ფიალები გამოიყენება. ტრადიციულად გამოიყენება, აგრეთვე - ყანწი, თხის ან ჯიხვის რქისაგან დამზადებული სასმისი.

მარანი

მარანს, ძირითადად საცხოვრებელ სახლთან ან ვენახთან აგებენ, საშენ მასალად ქვა ან აგური გამოიყენება. ვხვდებით აგრეთვე, კაპიტალურად ნაშენ მარნებს - დამუშავებული ქვისაგან აგებულს და ორნამენტებით დამშვენებულს, რომლებიც არქიტექტურულ ძეგლთა რიგს მიეკუთვნება.მარანი, როგორც წესი საწნახელითა და ქვევრითაა აღჭურვილი. ხშირად ღვინის დაყენებას თან ერთვის მისი დაჭაშნიკებაც, რისთვისაც მარანშივე ვხვდებით სუფრის გასაშლელ 

ატრიბუტიკას.

საწნახელი

ყურძენი ქვაში ნაკვეთ ან ხისაგან გამოთლილ ნავისებური ფორმის, საწნახელში იწურება. მისი ძირი, საიდანაც სითხე გაედინება, შინდისა და გვიმრის წნულითაა დაფარული. გლეხი საწნახელში დგებოდა და ყურძენს ფეხით წურავდა, რასაც სიმღერები და შეძახილები სდევდა თან. ღვინის წურვის ამ ტრადიციას დღეს აღარ მისდევენ, მისი ხილვა მხოლოდ ღვინის ფესტივალებსა და თეატრალიზებულ სანახაობაბზეა შესაძლებელი.

ქვევრი

ქვევრი ღვინის დაყენებისა და შენახვისათვის გამოიყენება. იგი მზადდება თიხისაგან, რომელიც სპეციალურ წვასა და დამუშავებას გადის. ღვინის ტემპერატურის შესანარჩუნებლად, დამზადებული ქვევრი მიწაში ეფლობა; მასში ჩასხმული ყურძნის წვენი ღვინის საბოლოო დაყენებამდე ჰერმეტულად ილუქებოდა, მას მხოლოდ მორევისას და ჭაჭის მოსახდელად ხსნიდნენ. დღესდღეობით ქვევრში ღვინოს იშვიათად აყენებენ, მას მხოლოდ ღვინის შენახვის ფუნქცია აქვს;

არქეოლოგიური გათხრებისას, ქვევრის კულტურა უძველეს ფენებშია აღმოჩენილი. არსებობდა აგრეთვე ქვევრის ეკლესიისადმი შეწირვის ტრადიცია. ეკლესია - მონასტრებში დღესაც შეხვდებით ძველისძველ ქვევრებს.

რთველი

საქართველოში ყურძნის კრეფას რთველი ეწოდება. რთველი, როგორც წესი, სექტემბრის ბოლოს იწყება და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს. კახეთში რთველი შრომის დღესასწაულია, მოსახლეობა რთველისათვის განსაკუთრებულად ემზადება. ყურძნის კრეფა დილას ადრე იწყება და გვიან საღამომდე გრძელდება. მას ამ მოვლენისადმი სპეციალურად მიძღვნილი ფოლკლორული სიმღერები სდევს თან.ყურძნის საკრეფად დაწნული კალათა - გოდორი გამოიყენება. რთველი, მეზობლები და ნათესავები, ჩამოსული სტუმრები მონაწილეობენ; სამუშაო დღის დასასრულისთვის ხალხი სუფრასთან იყრის თავს, სადაც რთველის დღესასწაულს განსაკუთრებული მხიარულებით აღნიშნავენ.

  

Copyright © Booking24.ge 2015 - ყველა უფლება დაცულია.